საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 34/29 - 01
11.07.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი ) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ეკონომიკის სადოქტორო  პროგრამაზე  გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ღაღანიძე - პროფესორი, დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) ვლადიმერ პაპავა  - აკადემიკოსი
გ) ავთანდილ სილაგაძე  -  აკადემიკოსი
დ) იური ანანიაშვილი  -  პროფესორი
ე) თეიმურაზ ბერიძე  - პროფესორი
ვ) რევაზ გველესიანი - პროფესორი
ზ) სიმონ გელაშვილი - პროფესორი
თ) ელგუჯა მექვაბიშვილი - პროფესორი
ი) ნოდარ ხადური - პროფესორი
კ) ეთერ ხარაიშვილი - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ლ) მირიან ტუხაშვილი - პროფესორი
მ) ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე
ნ) მანანა ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი (მდივანი)
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო პროგრამაზე გასაუბრების დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ღაღანიძე - პროფესორი, დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) ნუგზარ თოდუა  - პროფესორი
გ) ირაკლი კოვზანაძე - პროფესორი
დ) დავით ნარმანია - პროფესორი
ე) დემურ სიჭინავა - პროფესორი
ვ) ლევან საბაური - პროფესორი
ზ) თეიმურაზ შენგელია - პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
თ) ეთერ ხარაიშვილი - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ი) ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე
კ) მანანა ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი (მდივანი)

3.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის  სადოქტორო პროგრამაზე გასაუბრების დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი ღაღანიძე - პროფესორი, დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) იოსებ ხელაშვილი - პროფესორი, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
გ) ეთერ ხარაიშვილი - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
დ) ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი,  დეკანის მოადგილე
ე) ნანა კაციტაძე - ასოცირებული პროფესორი
ვ) მანანა ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი (მდივანი)

4. გასაუბრება ჩატარდეს  (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 206) ეკონომიკის მიმართულება - 12.09.2018 წ., 10:00 სთ; ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება - 13.09.2018 წ., 10:00 სთ.; ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის   მიმართულება  - 13.09.2018 წ., 15:00 სთ.
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,   პროფესორი    გიორგი ღაღანიძე